ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილი და რაინდ აბრამიშვილი სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში 30 იანვარს, საღამოს, ინციდენტი მოხდა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, მასსა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

Sportall.Ge"როგორც კი ლუკა კურტანიძე პრეზიდენტად მოვიდა, ყველა მწვრთნელი გადააყენა, მაგრამ ეს პრეზიდიუმთან უნდა შეთანხმებულიყო და ბრძანებაზე ხელი უნდა მოწერილიყო.

მარტო მე მქონდა ხელის მოწერის უფლება.

ეს საკითხი პრეზიდიუმზე არ გაუტანიათ. რატომ არ მოაწერე ხელი ბიჭების გათავისუფლებაზეო?!

მე ვუთხარი, რომ ხელს არ მოვაწერდი, რადგან პრეზიდიუმთან არ არის შეთანხმებული და კანონიერი-მეთქი.

ამის შემდეგ უშვერი სიტყვებით მითხრა, დაიკარგე აქედან და დარბაზში აღარ დაგინახოო. ამ დროს მე არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ვარ!

ხელი დამარტყა, წიხლი დამარტყა, მერე წავიქეცი და წიხლიც მომაყოლა. ფიზიკურად გამისწორდა",
- აღნიშნა თემურ ყაზარაშვილმა.

ლუკა კურტანიძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა მოჭიდავე რაინდ აბრამიშვილმაც. მისი თქმით, კურტანიძემ იგი წააქცია და სცემა.

Sportall.Geაბრამიშვილის ინფორმაციით, თემურ ყაზარაშვილმა მას დაურეკა და "ტიროდა, ხელი დამარტყაო".

"კაცი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, დღეიდან ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება.

ხვალ 200-300 კაცი იქნება, რაც საჭიროა! იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა პატარა ბავშვებს ანახა და აყურებინა, როგორც ს
ცემა მსოფლიო ჩემპიონი", - აღნიშნა მან.

აბრამიშვილსა და ყაზარაშვილს სახეზე და სხეულზე ფიზიკური დაზიანებები აქვთ, თემურ ყაზარაშვილს კი პალტოც შემოეხა.

ინციდენტის დროს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მისაღები ოთახის კარის ჩარჩო ჩამოვარდა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყაზარაშვილი და აბრამიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თუმცა ეს ფაქტი ალკოჰოლური ტესტის ჩატარების შემდეგ არ დადასტურდა.

VideoSportall.Ge
ლუკა კურტანიძეს ვეტერანი მოჭიდავეები ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ


თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ინციდენტის შემდეგ ფედერაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. მან ფედერაციაში არსებული "გაუგებრობის ფაქტი" დაადასტურა, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება უარყო.

კურტანიძის თქმით, ყველაფერი დალაგდება.

Sportall.Geმოგვიანებით ჭიდაობის ფედერაციის შენობაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი მივიდნენ.

ისინი ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ, თუმცა შეხვედრის შემდეგ შენობა უკომენტაროდ დატოვეს.

"ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს" - მოჭიდავეები ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირების შესახებ (იხილეთ ვიდეოში)

VideoSportall.Ge
ეგ რომ კაცს დაარტყამს, რაღა უნდა მახსოვდეს - მოჭიდავეები ლუკა კურტანიძესთან დაპირისპირების შესახებ

ინტერპრესნიუსი

ასევე იხილეთ:
სპორტის სამინისტრო ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
მკითხველის კომენტარები / 14 /
თუ ნაძირალა არ არის ადამიანი გაიხსენებს რომ ცემისათვი და ცივი იარაღით სხეულის დაზიანებისათვის პრეზიდენტი ხალხს გმირობებს აძლევდა და გუბერნატორებად ნიშნავდა.
რაც შეეხება კურტანიძეს თუ დააშავა უნდა დაისაჯოს აუცილებლად ორონდ იმ რიგით რომ ვინც პირველმა დააშავა ჯერ ისინი უნდა დაისაჯოს.
damangreveli -ს
11:32 01-02-2013
0
ამ ვიდეოში არ ჩანს კურტანიძე რომ ვინმეს ცემდეს. ეს აბრამიშვილია თუ აბრამოვი კი ხეპრე ვინმე ჩანს!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული