ლუკა კურტანიძემ დავით მარსაგიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის განკარგულების მიხედვით, თავისუფალი ნაკრების მოჭიდავე დავით მარსაგიშვილს 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.

ამის შესახებ ცნობილი 13 ნოემბერს, ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მიზეზი კი ისაა, რომ დავით მარსაგიშვილმა მოსკოვში გამართულ "ევროპის ერთა თასზე" არ იჭიდავა.

აქვე გეტყვით, რომ კურტანიძის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ 17 დეკემბერს ამ განკარგულებას ჭიდაობის ფედერაციის აღმასკომი დაამტკიცებს.

თავად მარსაგიშვილის თქმით, ის უკვე შეხვდა კურტანიძეს და განუმარტა, თუ რის გამო ვერ მოახერხა მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობა. მისი თქმით, ამ დროისთვის
პრობლემა მოგვარებულია, თუმცა დისკვალიფიკაციის საკითხი საბოლოოდ 17 დეკემბერს, აღმასკომზე გადაწყდება.

6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება იაკობ მაქარაშვილსაც (74), რაც ასევე 17 დეკემბერს აღმასკომზე განიხილება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შეიძლება მარსაგიშვილს სასჯელი ეკუთვნის, მაგრამ ეს საკითხი კურტანიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილების საგანი არ არის. ფედერაციაში არსებობს სტრუქტურა, რომელსაც დისციპლინარული კომისია ჰქვია და სასჯელის ფორმისა და ზომის განსაზღვრა, არსებული დებულების შესაბამისად მისი პრეროგატივაა. კურტანიძეს ეს არ ანაღვლებს. მას თავი ფარაონი ჰგონია და კვლავ, როგორც ყოველთვის იგნორირებას უკეთებს ჭიდაობის ფედერაციის წესდებას. ვნახოთ როდემდე გააგრძელებინებს ამ თვითნებობას მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი, რომელსაც აქამდეც უნდა მოეთხოვა პასუხი მისთვის წესდების არაერთგზის დარღვევისათვის.
gogi makasarashvili
21:22 13-11-2013
0
მოსვლის დღიდან მამ კაცს პრობლემებია აქვს ფედერაციაჰი და ეხლა სპორტსმენებთანაც...
ფრიდონ!!!
10:21 14-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული