ჭიდაობის ფედერაცია: პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი

AutoSharing Option
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის სამუშაო ჯგუფის ზეწოლის შესახებ განცხადების მოთხოვნათა შესაბამისად, ამავე სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, რომელსაც ვასაჯაროებთ:

ბიულეტენის შევსების წესი:

გთხოვთ, თითოეულ პრეზიდენტობის კანდიდატს მარჯვენა მხარეს, ტირეს შემდეგ მიანიჭოთ თითო რიგითი ნომერი: 1, 2, 3 ან 4.

პირველ რიგში, კანდიდატებიდან ყველაზე მეტად სასურველს მიანიჭეთ ციფრი 1, შემდეგ დარჩენილი სამი კანდიდატიდან სასურველს მიანიჭეთ ციფრი 2, შემდეგ დარჩენილი ორი კანდიდატიდან სასურველს - ციფრი 3, შემდეგ ყველაზე ნაკლებად სასურველ კანდიდატს - ციფრი 4;

მაგალითი:
-decoration: underline;">შესავსები ბიულეტენი
რომან რურუა -
მანუჩარ კვირკველია -
ვალერი გელაშვილი -
გიორგი მაკასარაშვილი -

გაიმარჯვებს ის კანდიდატი, ვინც ყველაზე უკეთეს შედეგს აჩვენებს (ნაკლებ ქულებს მოაგროვებს).

თუ გამარჯვებული არჩევიდან ერთი დღის ვადაში უარს იტყვის პრეზიდენტობაზე წერილობითი სახით, მის ადგილს დაიკავებს მეორე ადგილზე გასული კანდიდატი; თუ მეორე ადგილზე გასული კანდიდატიც განაცხადებს უარს პრეზიდენტობაზე, მის ადგილს დაიკავებს მესამე.

ბოლო ადგილზე გასული კანდიდატი ვერ გახდება პრეზიდენტი. პრეზიდენტი ასევე ვერ გახდება კანდიდატი, თუკი მისი ქულების ჯამი აღემატება დამსწრე დელეგატთა რაოდენობას გამრავლებული 2.5-ზე.

თუ აღნიშნული წესით არ გაირკვევა გამარჯვებული, მაშინ გაიმართება მე-2 ტური და მასში მონაწილეობას მიიღებს საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი კანდიდატი და არჩევნები გაიმართება ჩვეულებრივი წესით.

შეჯამდება კანდიდატების გასწვრივ დაწერილი ციფრები ყველა ნამდვილ ბიულეტენში. ბიულეტენი ბათილია, თუკი ის არ არის შევსებული ზემოთ დადგენილი წესით.

გამარჯვებულია კანდიდატი, რომლის გასწვრივ დელეგატების მიერ ნამდვილ ბიულეტენში მინიჭებული ციფრების ჯამი იქნება სხვა კანდიდატების გასწვრივ დაწერილი ციფრების ჯამზე ნაკლები.

მეორეზე გავა კანდიდატი, რომელიც დანარჩენ 3 კანდიდატს შორის შეაგროვებს ნაკლებ ქულას, მესამეზე - დარჩენილ ორ კანდიდატს შორის ნაკლებს, მეოთხეზე - ყველაზე მეტი ქულების მქონე კანდიდატი.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ქულები თანაბარი იქნება?
0

სიახლეები პოპულარული