ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]

AutoSharing Option
19 მაისს, ბელორუსის დედაქალაქ მინკსის სპორტის სასახლეში დაწყებულ სამბისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა სამი მედალი მოიპოვა – თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ოქროს მედალი მოიპოვა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ), რომელმაც შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა. წელსაც მხოლოდ ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა პაატა ღვინიაშვილი (90), ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52) ბრინჯაო დაისაკუთრა.

ნინომ გადამწყვეტ შეხევდრაში რუსი ირინა ალექსეევას სძლია, შემდეგ კი, ტრადიციულად, წარმატება ქართული ცეკვით აღნიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპის ჩემპიონატი. I დღე: ნინო ოძელაშვილის ოქრო და ქართული ცეკვა [VIDEO]" width="297" height="133" />

შეგახსენებთ, რომ ნინო პირველი ქართველი ქალია ყველა საჭიდაო სახეობაში, ვინც უფროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა.

დღეს მინსკში მედლები ქალთა შორის 48, 60 და 72 კგ-მდე წონით კატეგორიებში, ვაჟებში კი 52, 68 და 90 კგ-მდე წონებში გათამაშდა. ტურნირზე დარჩენილ წონებში ასპარეზობა 20 და 21 მაისს გაიმართება.

იხილეთ ინგლისური ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
შენ თუ დაგეთანხმებოდი რამეში,ნამდვილად არ მეგონა....
გლახუნას
20 მაისი 2017 02:19
0
აფერუმ ტკვენს ქალობას გაიხარე!!!!!!!!
amiran kakabadze
20 მაისი 2017 00:30
0
მადლობა, რომ გვასახელე! ბრავო!
ქუთაისელი
20 მაისი 2017 00:02
0
გილოცავ ნინო ქვეყნის სიამაყე და გოგოებისტვის სამაგალიტოხარ.მაგალ ქუსლებზე და აიფონებზე რო არიან გადაყოლილი.
bajo
19 მაისი 2017 22:52
0

გ ა დ ა ი ყ ვ ა ნ ე თ ძიუდოში და აჭ ი დ ა ვ ე თ იქ ეს ნიჭიერი გოგონები,ოლიმპიური სახეობაა და კიდევ უფრო ს ა ა მ ა ყ ო ნ ი გაგვიხდებიან!
glaxuna
19 მაისი 2017 22:45
0

სიახლეები პოპულარული