აფხაზები სტეფანაკერტში - საქართველოს სამბოს ფედერაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის - მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრ სტეფანაკერტში (რომელმაც დაიბრუნა ძველი სახელი - ხანკენდი) ჭაბუკ სამბისტთა ტურნირში მონაწილეობა მიუღია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ნაკრებს.

ცხადია, ისინი იქ თავისი დროშით ჩასულან, რომელიც ორგანიზატორებს მონაწილე ქვეყნების დროშების გვერდით გამოუფენიათ.

ესაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონისა და გმირის, მფრინავ ნელსონ სტეფანიანის მემორიალი, რომელშიც ჩვენები არ გამოსულან. ამიტომ იქ აფხაზთა სტუმრობის შესახებ გვიან გაიგეს - ორი კვირის წინ, როცა სამბისტთა ეროვნული ნაკრები ასტანაში იმყოფებოდა საერთაშორისო ტურნირზე.

ტურნირში მონაწილეობდნენ ასევე რუსეთის და
სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები.

მომხდარის შესახებ საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ უკვე აცნობა და შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებს.

ფედერაციას ერევნიდან ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ და დეტალები გამოჰკითხეს. იმედია, ამ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა პრობლემაა-მაგენი აღარ გავატაროთ ჩვენს გზებზე
მურთაზი
18:43 23-07-2017
0
ასეტია სომეხი დზმები
dato
19:21 23-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული