თემურ გიორგაძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია!

AutoSharing Option
მაროკოს უდიდესი ქალაქი და ნავსადგური, ტურისტულ ცენტრად აღიარებული კასაბლანკა (ესპანურად თეთრი სახლი) ამ დღეებში სამბოში ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობდა.

საქართველოდან ამჯერად და უკვე მეექვსედ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 40-45-წლიანებს შორის (62 კგ) თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ გიორგაძემ (ერთხელ, ადრე, ევროპის ჩემპიონიც გახდა).

მსოფლიოს ახლანდელი ჩემპიონატი ყველაზე წარმომადგენლობითი იყო - მონაწილეობდა 35 ქვეყნის 500-მდე ვეტერანი ათლეტი.

იმავე ჩემპიონატზე მესამე პრიზიორი გახდა ასევე ცნობილი ვეტერანი ზაურ სახვაძე, ხოლო უმაღლესი - ექსტრაკლასის მსაჯის წოდება მიენიჭა ოთარ ყურაშვილს.

თენგიზ
თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული