საქართველოს ნაკრები სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

AutoSharing Option
მსოფლიოს 36-ე ჩემპიონატი სამბოში ბელორუსის დედაქალაქ მინსკში 8-12 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატისთვის საწვრთნელი შეკრება დუშეთში უკვე დაასრულა და დასკვნით ვარჯიშებს მინსკთან ახლოს, "სტაიკების" საწვრთნელ ბაზაზე გამართავს.

საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით გამოვა:

ნუკრი ბერაია (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ლევან ქოჩიევი (62 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (68 კგ), ბესარიონ ბერულავა (74 კგ), ნიკო კუცია (82 კგ), გიორგი ბაინდუროვი (90 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+
100 კგ).

9 ნოემბერს მინსკში 52, 69, 90 კგ, 10 ნოემბერს 57, 74, 100 კგ, 11 ნოემბერს კი 62, 82, +100 კგ-ის წონითი კატეგორიის მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ჩვენი ქალი სამბისტები: შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) კი 10 ნოემბერს გამართავენ ორთაბრძოლებს.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ სპორცმენებს,უფალი გფარავდეთ ბიჭებო.
0
გიორგი ბაინდუროვი. მუხრანის საამაყო შვილი,გიორგი შენი იმედი გვაქვს ძმაო.
muxrani
15:54 08-11-2012
0

სიახლეები პოპულარული