მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონის, აშოტ მარქარიანის სახელობის A კატეგორიის მეცხრე საერთაშორისო ტურნირზე ჩვენმა სამბისტებმა თითო ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ეს შეჯიბრება იმითაც იყო გამორჩეული, რომ ქ. არმავირის ტურნირი ჭიდაობა სამბოს დაარსების 50 წლის საიუბილეო თარიღს დაემთხვა. უცნაური იყო მხოლოდ ერთი - ათის ნაცვლად, შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა.
ჩემპიონ-პრიზიორებისათვის ცნობილმა სამბისტმა და ბიზნესმენმა აშოტ მარქარიანმა სოლიდური ფულადი პრემიები დააწესა.
ქართველებიდან ტურნირის გამარჯვებული გახდა ლევან ნახუცრიშვილი
ტურნირი კიდევ ორ წონით კატეგორიაში, 57-სა და 90 კგ-ში ჩატარდა.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"