სამბისტთა ნაკრებს ჯონდო მუზაშვილი უთავკაცებს

AutoSharing Option
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ ახალი სეზონი ახალი მწვრთნელების წარდგენით დაიწყო.

15 იანვარს სამბოს დარბაზში დაგეგმილ ღია ვარჯიშზე ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ახალი მწვრთნელთა შემადგენლობა დაასახელა.

სამბისტთა ეროვნულ ნაკრებს ჯონდო მუზაშვილი უთავკაცებს, ახალგაზრდა სამბისტებს ავთანდილ ცინცაძე გაუძღვება, ხოლო ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ემინ რაში იქნება.

ახლად დანიშნულმა მწვრთნელებმა მუშაობა უკვე დაიწყეს. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სამბისტთა ნაკრებს პირველ საერთაშორისო შეჯიბრებაზე უახლოეს პერიოდში წაიყვანს და ნაკრებს ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

ჯონდო მუზაშვილის განცხადებით, მისი მიზანი შედეგების გაუმჯობესება და ევროპის გუნდური პირველობის მოგებაა,
რაც საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 1997 წელს შეძლო.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული