ოლეგ იაძე სამბოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს

AutoSharing Option
1 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში სამბოს ფედერაციის გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელსაც სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო.

დელეგატებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს, მოგვიანებით კი სამბოს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე სამბისტთა ნაკრების ყოფილი თავკაცი ოლეგ იაძე დაამტკიცეს.

ოლეგ იაძე წლების განმავლობაში ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ახლა კი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი გახდა, რაც მას საშუალებას მისცემს, საკუთარი გამოცდილება ფედერაციის ხელმძღვანელებს და მწვრთნელებს გაუზიაროს.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული