საქართველოს სამბისტთა ნაკრების ახალი მწვრთნელი იმედიანად იწყებს

AutoSharing Option
სამბოში ყველაზე რეიტინგული საერთაშორისო ტურნირი ამ სახეობის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ანატოლი ხარლამპიევის სახელობის მემორიალია, რომელიც მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპიცაა.

წლეულს ამ ტრადიციულ ასპარეზობას მოსკოვის ცსკა-მ უმასპინძლა.

ქართველმა სამბისტებმა რუსების შემდეგ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოიპოვეს, პირად პირველობაში კი რვა მედალი დაისაკუთრეს. რვიდან ხუთი მედალი ვერცხლისაა, სამი - ბრინჯაოსი.

დასანანია, რომ ჩვენი ხუთი ფინალისტიდან ვერც ერთმა ვერ შეძლო გადამწყვეტი ორთაბრძოლის მოგება, თუმცა მთლიანობაში, ურიგო შედეგი არ არის.

მოსკოვის თასზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს: გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), უშანგი კუზანაშვილმა (62),
პაატა ღვინიაშვილმა
(90) და ონისე ბუღაძემ (+100).

მესამე პრიზიორები გახდნენ: დიმიტრი მულაძე (52), ფრიდონ ზურაბიანი (90) და ლაშა გურული (100).

ჩვენი ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელისთვის, ჯონდო მუზაშვილისთვის ეს იყო პირველი ტურნირი, რომელიც წარმატებული გამოდგა.

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტია, რომელიც რამდენიმე თვის წინათ დაინიშნა ამ პოსტზე.

ქართველ სამბისტებს ახლა იტალიაში მაისის შუა რიცხვებში გასამართი ევროპის ჩემპიონატი ელოდებათ.

გაბრიელ ბარჯაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული