ახალგაზრდა ქართველმა სამბისტებმა ერევანის ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
წლეულს მსოფლიოს პირველობა ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა შორის 11-14 ოქტომბერს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გაიმართება.

ამ ასპარეზობამდე ორი თვით ადრე ერევანმა ჭაბუკ სამბისტთა მეოთხე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.

ერევანში საასპარეზოდ გამოვიდნენ: ლიტვის, უკრაინის, რუსეთის, საბერძნეთის, რუმინეთის, საქართველოსა და მასპინძელთა ჭაბუკები. ჩვენებმა აშკარა უპირატესობით აჯობეს დანარჩენებს. მათ ანგარიშზეა 17 მედალი - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

პირველ ადგილზე გავიდნენ გიორგი მელქუაშვილი (48 კგ), ირაკლი კუპატაძე (52), თორნიკე ჭოველიძე (65), გიგა ნოზაძე (70), ირაკლი გოგია (81), ფრიდონ შარიქაძე (87), და გიორგი ლაზუაშვილი
(+87).

მეორე საპრიზო ადგილი ხვდათ წილად იოსებ მელაძეს (52), ვარლამ შალიკაშვილს (65), ჯონი ჭითანავას (87) და ზაზა გოჯიაშვილს (+87).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ზურაბ როხვაძემ (48), გოგა ცერცვაძემ (52), გიორგი მეტრეველმა (65), გიორგი გუგულაშვილმა (65), ლევან დიხამინჯიამ (70) და შმაგი დადუნაშვილმა (70).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული