დიღმის სპორტკომპლექსში სამბოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

AutoSharing Option
2013 წელი სამბოს საიუბილეო წელიწადია - 75 წელი შეუსრულდა.

ქართველმა სამბისტებმა წლეულს მსოფლიოს ორი ჩემპიონი შემატეს ქართულ სპორტს: ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) და ლევან ნახუცრიშვილი (68). ამ მაჩვენებლით წლეულს ისინი შეჯიბრებაში იწვევენ ჩვენში დანერგილ ნებისმიერ სპორტის სახეობას...

სამბოს ფედერაციამ წარმატებული სპორტული სეზონის ფინიშზე დამატებით კიდევ ერთი შიდა შეჯიბრება ჩაატარა, რათა 2014 წლის პირველ სტარტებს უფრო მომზადებული და გადახალისებული შემადგენლობით შეხვდეს.

მართალია, დიღმის სპორტკომპლექსის სარბიელზე სამბისტთა შეჯიბრებას საქართველოს თასი (პირადი პირველობა) ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო საქართველოს კიდევ ერთი (წლეულს მეორე)
ჩემპიონატი.

სამბოში ცხრა წონითი კატეგორიაა. ცხრიდან რვა ფინალი, როგორც მოჭიდავეები იტყვიან, ქულა-ქულაზე მიდიოდა.

ბოლო სასტვენამდე ძნელი იყო ჩემპიონის ამოცნობა. 90 კგ-ის ფინალში პაატა ღვინიაშვილს ტრავმის გამო საჭიდაოდ არ გამოუცხადდა მეორე ფინალისტი - დავით კარბელაშვილი.

ახალი მსოფლიოს ჩემპიონებიდან მხოლოდ ლევან ნახუცრიშვილმა იჭიდავა, თანაც, ზედა წონაში და 74-ში ბრინჯაოს დაეუფლა. მეორე მსოფლიოს ჩემპიონი ვახტანგ ჩიდრაშვილი კი შეჯიბრებას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. სხვათა შორის, მის წონაში (57 კგ) ყველა საპრიზო ადგილი იმერეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

ფავორიტებმა საწადელს მიაღწიეს, მაგრამ გამოჩნდნენ შედარებით ახლებიც, რომლებიც მალე უდავოდ მაღალი საფეხურებისათვის იბრძოლებენ. მაგალითად: ზაურ გაგნიძე, გიორგი პაპუნაშვილი (82 კგ), ზვიად კაპანაძე (74), მინდია ლილუაშვილი (68), ბექა ბერძენიშვილი (+100), სოსო იარაჯული (90).

შეჯიბრებას ესწრებოდნენ სამბოში სხვადასხვა თაობის მსოფლიოს ჩემპიონები და გამოჩენილი მწვრთნელი, 92 წლის ქრისტეფორე ნინიაშვილი.

შეჯიბრების დასრულებისთანავე, ნაკრები გუნდის 8 სამბისტი და უფროსი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ჯონდო მუზაშვილი მოსკოვში გაემგზავრნენ A კატეგორიის სამბისტთა საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ.

კვარცხლბეკი
52 კგ. 1. დიმიტრი მულაძე (შიდა ქართლი), 2. გივი ნადარეიშვილი (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 3 იოსებ მელაძე (თბილისი), 3. ლევან ბერბერაშვილი (მცხეთა-მთიანეთი).
57 კგ. 1. გენადი ჩირგაძე, 2. ილია ტყეშელაშვილი, 3. იაგო დიხამინჯია, 3. ივანე გაჩეჩილაძე (ყველა - იმერეთი).
62 კგ. 1. ზვიად ოდოშაშვილი (შიდა ქართლი), 2. შმაგი ლაგაზაური (კახეთი), 3. რევაზ შველიძე (თბილისი), 3. ვარლამ შალიკაშვილი (იმერეთი).
68 კგ. 1. ბექა ტუღუში (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. მინდია ლილუაშვილი (იმერეთი), 3. ზაზა პირველი (ქვემო ქართლი), 3. გოჩა ვარძელაშვილი (შიდა ქართლი).
74 კგ. 1. კახა მამულაშვილი (შიდა ქართლი), 2. ბესარიონ ბერულავა (სამეგრელო ზემო სვანეთი), 3. ლევან ნახუცრიშვილი (თბილისი), 3. ზვიად კაპანაძე (შიდა ქართლი).
82 კგ. 1. ნიკო კუცია (სამეგრელო-ზემო სვანეთი), 2. ზაურ გაგნიძე (ქვემო ქართლი), 3. გიორგი პაპუნაშვილი, 3. გიორგი დილებაშვილი (ორივე - შიდა ქართლი).
90 კგ. 1. დავით კარბელაშვილი, 2. პაატა ღვინიაშვილი (ორივე - შიდა ქართლი), 3. სოსო იარაჯული, 3. ფრიდონ ზურაბიანი (ორივე - მცხეთა-მთიანეთი).
100 კგ. 1. დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი), 2. ლაშა გურული (იმერეთი), 3. გიორგი ბოლოთაშვილი (შიდა ქართლი), 3. იასონ ნემსაძე (იმერეთი).
+100 კგ. 1. გიორგი ნოზაძე (შიდა ქართლი), 2. ბექა ბერძენიშვილი (მესხეთ-ჯავახეთი), 3. გიორგი ლაზუაშვილი (იმერეთი), 3. ამბროსი კონკროშვილი (თბილისი).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული