სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველებმა ოთხი მედლით დაიწყეს

AutoSharing Option
21 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნარიტაში სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ქართველი სპორტსმენები წარმატებით ჩაებნენ.

ვაჟთა შორის, 52 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონობა გენადი ჩირგაძემ მოიპოვა, 68-ში ვერცხლი დაისაკუთრა ლევან ნახუცრიშვილმა, ხოლო დავით კარბელაშვილმა (90) - ბრინჯაო.

ქალთა შორის ვიცე-ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი (72) გახდა.

22 ნოემბერს ჩვენი გუნდიდან მედლების მოპოვებას ვაჟებში ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ბესარიონ ბერულავა (74) და დავით ლორიაშვილი (100) შეეცდებიან, ხოლო ქალებში კვლავ ერთი მონაწილე გვეყოლება - შორენა შარაძე (64).

მსოფლიოს ჩემპიონატი 23 ნოემბერს დასრულდება, როცა ჩვენი ვაჟებიდან ასპარეზზე მორიგ
ტრიოს ვიხილავთ - შმაგი ლაგაზაურს (62), ნიკო კუციას (82) და ბექა ბერძენიშვილს (+100). ორი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირში: თეა სუხიტაშვილი (68) და ირინე ლეონიძე (+80).

ასევე იხილეთ:
ქართველი სამბისტები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩიდრაშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია,ბერულავა და ლორიაშვილი მესამე ადგილებზე გავიდნენ!!!
uchin machini
16:10 22-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული