ვახტანგ ჩიდრაშვილმა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი წელსაც მოიპოვა

AutoSharing Option
ქართველი სამბისტები იაპონიის ქალაქ ნარიტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას წარმატებით აგრძელებენ.

22 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57) მოუტანა, რომელმაც ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ტურნირის მეორე დღეს კი ბრინჯაოს მედლები ბესარიონ ბერულავამ (74) და დავით ლორიაშვილმა (100) მოიპოვეს.

ამრიგად, ქართველი სამბისტების ანგარიშზე მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე შვიდი მედალია.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს ვაჟთა შორის, ჩემპიონობა გენადი ჩირგაძემ (52) იზეიმა, ვერცხლი დაისაკუთრა ლევან ნახუცრიშვილმა (68), ხოლო დავით კარბელაშვილმა (90) - ბრინჯაო, ხოლო ქალთა შორის ვიცე-ჩემპიონი ნინო ოძელაშვილი (72)
გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 23 ნოემბერს დასრულდება, როცა ჩვენი ვაჟებიდან ასპარეზზე მორიგ ტრიოს ვიხილავთ - შმაგი ლაგაზაურს (62), ნიკო კუციას (82) და ბექა ბერძენიშვილს (+100). ორი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირში: თეა სუხიტაშვილი (68) და ირინე ლეონიძე (+80).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული