დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ფოტოზე: დავით ლორიაშვილი მარჯვნივ

სამბოს ყველაზე პრესტიჟულ, მოსკოვის მსოფლიოს თასზე ("ანატოლი ხარლამპიევის მემორიალზე") ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის, ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა...

ოქროს მედალი მარტყოფელმა ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორს, ლატვიელ ვიქტორ რეშკოს დამაჯერებლად მოუგო.

სხვათა შორის, დავითმა წლეულს ეს უკვე მეორე დიდ საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა. პირველი იყო ალმა-ატაში მსოფლიოს თასის ეტაპი ("ყაზახეთის პრეზიდენტის პრიზზე").

მოსკოვში, მძიმეწონოსანთა ფინალში იჭიდავა ბექა ბერძენიშვილმა (+100
კგ), რომლის მეტოქე რუსეთის გუნდის ლიდერი არტიომ ოსიპენკო იყო. ქართველი დაწინაურდა კიდეც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან ბრძოლაში, მაგრამ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან წიკლაურმა (82 კგ), შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ) და გენადი ჩირგაძემ (57 კგ).

ჩვენი ქალებიდან ვერცხლის მედლები მოიპოვეს შორენა შარაძემ (60 კგ) და ნინო ოძელაშვილმა (72 კგ).

ავტორი: გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული