სამბოს ყველაზე პრესტიჟულ, მოსკოვის მსოფლიოს თასზე ("ანატოლი ხარლამპიევის მემორიალზე") ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის, ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა...
ოქროს მედალი მარტყოფელმა ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა დავით ლორიაშვილმა (100 კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის პრიზიორს, ლატვიელ ვიქტორ რეშკოს დამაჯერებლად მოუგო.
სხვათა შორის, დავითმა წლეულს ეს უკვე მეორე დიდ საერთაშორისო ტურნირში იმარჯვა. პირველი იყო ალმა-ატაში მსოფლიოს თასის ეტაპი ("ყაზახეთის პრეზიდენტის პრიზზე").
მოსკოვში, მძიმეწონოსანთა ფინალში იჭიდავა ბექა ბერძენიშვილმა (+100
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან წიკლაურმა (82 კგ), შმაგი ლაგაზაურმა (62 კგ) და გენადი ჩირგაძემ (57 კგ).
ჩვენი ქალებიდან ვერცხლის მედლები მოიპოვეს შორენა შარაძემ (60 კგ) და ნინო ოძელაშვილმა (72 კგ).
ავტორი: გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"