13:14 02-04-2015
აზერბაიჯანელი სამბისტი სომხეთის ჰიმნის უპატივცემულობისთვის დასაჯეს [VIDEO]
AutoSharing Option
აზერბაიჯანელი სპორტსმენი ბახტიარ აბასოვი, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, არაკორექტულად მოიქცა - კვარცხლბეკზე ყოფნისას გამარჯვებული სპორტსმენის, სომეხი აშოტ დანიელიანის ქვეყნის ჰიმნის დროს ჩაიკუზა და მხოლოდ ჰიმნის დასრულების შემდეგ ადგა ფეხზე.
ამის გამო აზერბაიჯანელ სპორტსმენს ბრინჯაოს მედალი უკვე ჩამოართვეს და სავარაუდოდ, 2-3-წლიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე ქართველმა სამბისტებმა ერთი ოქროს და სამ-სამი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მათ შორის ორი ვერცხლი - ქალების ანგარიშზეა.
ასევე იხილეთ:
დავით ლორიაშვილმა სამბოში მოსკოვის მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რინგზე ერთმანეთის მოსაკლავად გადიან,მაგრამ ორთაბრძოლის წინაც ართმევან ხელს ერთმანეთს და თუ ცოცხლები გადარჩნენ,ორთაბრძოლის მერეც.ჯენლტმენი თუ არ ხარ,მაშინ ლაჩარი ყოფილხარ.
თუ მებრძოლი ხარ,აიღე იარაღი და იბრძოლე იქ,სადაც ცხელი წერტილია და დაიცავი შენი სამშობლო.ხოლო თუ სპორტსმენი ხარ,მაშინ სპორტსმენი იყავი,დაიცავი ეთიკის ნორმები და ნუ ურევ ერთმანეთში სპორტს და პოლიტიკას.
პატივს ვცემ აზერბაიჯანელებს, მაგრამ ამ ადამიანის საქციელს სხვა თუ არაფერი არავაჟკაცური საქციელი ჰქვია.