სამბო. მინსკის ტურნირი: ქართველების 1 ოქრო, 2 ვერცხლი და ბევრი ბრინჯაო

AutoSharing Option
მინსკში დასრულდა A კატეგორიის ბელორუსის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ბელორუსის პრეზიდენტის პრიზზე, სადაც ქართველმა სამბისტებმა 11 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ეს იყო მეოცე საიუბილეო შეჯიბრება და სპორტსმენების 2016 წლის პირველი საერთაშორისო გამოცდა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა მინდია ლილუაშვილი (68კგ); ვერცხლის მედლები მოიპოვეს - ბექა ტუღუშმა (74) და ლაშა გურულმა (100); ბრინჯაოსი - გივი ნადარეიშვილმა (52), ზვიად ოდოშაშვილმა (62), კახა მამულაშვილმა (74), ლევან ნახუცრიშვილმა (74), შმაგი ლაგაზაურმა (68), ბესარიონ ბერულავამ (82), ბექა ბერძენიშვილმა (+100) და გიორგი
სეტიელმა
(+100).

ჩვენი სამბისტები ამჟამად ინტენსიურად ემზადებიან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისათვის, რომელიც 12-16 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანში გაიმართება.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული