სამბო. მსოფლიოს ჩემპიონატი: ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია

AutoSharing Option
12 ნოემბერს, სოფიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში ოქროს მედალი ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ) მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში იერბოლატ ბაიბატიროვი დაამარცხა. 25 წლის ქართველმა სამბისტმა ეს ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიგო.

დღესვე ვიცე-ჩემპიონი გახდა ლევან ნახუცრიშვილი (74), ხოლო დავით ლორიაშვილი (100) ბრინჯაოს დასჯერდა.

ჯამში ქართველი სამბისტების ანგარიშზე სოფიაში მოპოვებული 2 ოქროს, ერთი ვერხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონი პაატა ღვინიაშვილი (90) გახდა, ქალთა შეჯიბრში კი ბრინჯაო ნინო ოძელაშვილმა (72) მოიპოვა.

 

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ, კარგი ვაჟკაცი ხარ! კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს სამშობლო! გილოცავ!
გიგლია
23:56 12-11-2016
0

სიახლეები პოპულარული