ოსაკას ბაშოზე ქართველმა სუმოისტებმა სამ-სამი ორთაბრძოლა უნდა მოიგონ

AutoSharing Option
ოსაკას "ედიონ არენაზე" მე-5 გამარჯვება იზეიმა მე-10 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). მან სუკუინაგეს ილეთით ნიშიკიგი დაამარცხა.

ახლა ჩვენებურს სამივე დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მართებს, რომ რეიტინგში დაწინაურდეს. მისი მომდევნო მეტოქე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი კაგაიაკია.

ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა ძურიოს მე-2 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) და შიტატენაგეს ილეთით კიოკუშუჰოსთან წააგო. ჩვენებურს 5-7 ბალანსი აქვს და დაწინაურებისთვის მასაც ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება. გაგამარუ ძურიოს მე-6 ნომერ იამაგუჩის ხვდება.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტამავაში-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (კომატასუკუი), კისენოსატო-არავაში (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ენდო (აბისეტაოში), ტოჩინოშინი-ნიშიკიგი
(სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: კისენოსატო (იოკოძუნა);
11-1: ტერუნოფუჯი (ოძეკი);
10-2: ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 5-7: ტოჩინოშინი (მ 10).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ტაკაიასუ-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ენდო, ტოჩინოშინი-კაგაიაკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული