ახლა ჩვენებურს სამივე დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება მართებს, რომ რეიტინგში დაწინაურდეს. მისი მომდევნო მეტოქე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი კაგაიაკია.
ერთი დღით უმაღლეს დივიზიონში იჭიდავა ძურიოს მე-2 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) და შიტატენაგეს ილეთით კიოკუშუჰოსთან წააგო. ჩვენებურს 5-7 ბალანსი აქვს და დაწინაურებისთვის მასაც ყველა დარჩენილი ორთაბრძოლის მოგება ესაჭიროება. გაგამარუ ძურიოს მე-6 ნომერ იამაგუჩის ხვდება.
XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტამავაში-კაკურიუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ (კომატასუკუი), კისენოსატო-არავაში (იორიკირი), ტერუნოფუჯი-ენდო (აბისეტაოში), ტოჩინოშინი-ნიშიკიგი
სატურნირო მდგომარეობა
12-0: კისენოსატო (იოკოძუნა);
11-1: ტერუნოფუჯი (ოძეკი);
10-2: ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 5-7: ტოჩინოშინი (მ 10).
XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი, კაკურიუ-ტერუნოფუჯი, ტაკაიასუ-იოშიკაძე, ტოჩიოძანი-ენდო, ტოჩინოშინი-კაგაიაკი.