ლევან გორგაძე დადებითი ბალანსისთვის იბრძვის

AutoSharing Option
ჰარუ ბაშოს მე-13 დღეს მე-10 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ცუკიოტოშის ილეთით სძლია მე-9 მაეგაშირა კაგაიაკის. ელიტის ერთადერთ ქართველს 6-7 ბალანსი აქვს და დარჩენილი ორი ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე მე-15 მაეგაშირა ტოკუშორიუა, რომელმაც უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი.

ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) უვატენაგეს ილეთით დამარცხდა იამაგუჩისთან და 5-8 ბალანსი გაუხდა. გაგამარუ აუცილებლად დაქვეითდება რეიტინგში. მისი მომდევნო მეტოქე ამაკაზეა.

მარტის ბაშოზე დაუმარცხებელი აღარავინაა, დიდმა ჩემპიონმა ჰარუმაფუჯიმ აქამდე უნაკლოდ მოჭიდავე კისენოსატო დაამარცხა.

სატურნირო მდგომარეობა
12-1: კისენოსატო (იოკოძუნა), ტერუნოფუჯი (ოძეკი);
10-3:
ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტაკაიასუ (სეკივაკე), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 10)... 6-7: ტოჩინოშინი (მ 10).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული