ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: ლევან გორგაძე ოძეკისთან დამარცხდა

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელიც დღეისთვის მე-2 მაეგაშირაა, იორიკირის ილეთით წააგო ჩემპიონ ტაკაიასუსთან. კარგი სტარტის მერე ჩვენებურს მხოლოდ 2-4 ბალანსი აქვს. შაბათს ტოჩინოშინი სეკივაკე ტამავაშის ხვდება. მონღოლთან ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს - 11:6.

კვლავ დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელმაც მეხუთე მარცხი ბაშოზე სოკოკურაისთან განიცადა. ახლა ჩვენებურს ვეტერან ტაკეკაძესთან დუელი ელის (12:6).

ბაშოს 6-0 ბალანსით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ბულგარელი სუმოისტი აოიამა ლიდერობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული