ნაგოიას ბაშოზე მე-6 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელიც დღეისთვის მე-2 მაეგაშირაა, იორიკირის ილეთით წააგო ჩემპიონ ტაკაიასუსთან. კარგი სტარტის მერე ჩვენებურს მხოლოდ 2-4 ბალანსი აქვს. შაბათს ტოჩინოშინი სეკივაკე ტამავაშის ხვდება. მონღოლთან ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს - 11:6.
კვლავ დამარცხდა
თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელმაც მეხუთე მარცხი ბაშოზე სოკოკურაისთან განიცადა. ახლა ჩვენებურს ვეტერან ტაკეკაძესთან დუელი ელის (12:6).
ბაშოს 6-0 ბალანსით დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ბულგარელი სუმოისტი აოიამა ლიდერობენ.