ნაგოიას ბაშო. 9-23 ივლისი: მიზანი მიღწეულია!

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშოზე მე-13 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) სეკივაკე მიტაკეუმი იორიტაოშის ილეთით დაამარცხა და დადებითი ბალანსი გაინაღდა. მას 8-5 ბალანსი აქვს და ახლა კომუსუბი კოტოშოგიკუს (4:23) ხვდება.

თუ ამ ბრძოლას ქართველი სუმოისტი მოიგებს, დიდი ალბათობით, სწორედ კოტოშოგიკუს ნაცვლად მიიღებს კომუსუბის რანგს.

სამწუხაროდ მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა, მან უვატენაგეს ილეთით არავაშისთან დათმო და ახლა ტოიოჰიბიკის (8:8 ურთიერთშეხვედრებში) ხვდება. გაგამარუს 3-10 ბალანსი აქვს.

ნაგოიას ბაშოს 12-1 ბალანსით მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული