ქართული ანტირეკორდი

AutoSharing Option
მას მერე, რაც სუმოს ელიტაში ერთბაშად სამი ქართველია, ასეთი წარუმატებელი ბაშო არ გვახსოვს - კუნძულ კიუშუზე წლის უკანასკნელი სუპერტურნირის დაწყდებიდან 6 დღე გავიდა, ჩვენებურებმა ჯამში 18 ორთაბრძოლა გამართეს და აქედან 15 წააგეს!

განსაკუთრებით თავი ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) გამოიჩინა, რომელმაც ექვსივე შეხვედრა დათმო და ამით პირადი ანტირეკორდიც გაიმეორა.

ქართული სუმოს პიონერმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო, ელიტის მძიმეწონოსანმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) კი - ორი.

ჩვენებურების უნიათო ჭიდაობის აღწერით აღარ შეგაწყენთ, შედეგებს წყვილთა ჩამონათვალშიც ნახავთ. ერთადერთი, გაგამარუს მარცხს აღვნიშნავთ ძალიან
ძლიერ ოპონენტ კოტოშოგიკუსთან, რომელიც ახალი ოძეკია და ახალი ცოცხი, მოგეხსენებათ, კარგად გვის. სწორედ კოტოშოგიკუ და დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო ჩაუდგნენ ბაშოს სათავეში, რა თქმა უნდა, დაუმარცხებლად.

VI დღე: ჰაკუჰო-არანი (იორიკირი), გოეიდო-ჰარუმაფუჯი (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (უვატედაშინაგე), კოტოშოგიკუ-გაგამარუ (უვატენაგე), ბარუტო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), კისენოსატო-კაკურიუ (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ჰომაშო (ოშიდაში), ოკინოუმი-ტოჩინოშინი (სუკუინაგე), ტოჩიოძანი-ტოკიტენკუ (ოშიდაში), იოშიკაძე-კიტატაიკი (უვატედაშინაგე), ტაკეკაძე-კოკაი (უვატენაგე), მიაბიამა-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ტოიოჰიბიკი-ტაკაიასუ (იორიკირი), ვაკაკოიუ-მიოგირიუ (ჰიკიოტოში), დაიდო-ვაკანოსატო (უბრძოლველად), ფუჯიაზუმა-ტამავაში (იორიკირი), საგაცუკასა-ტაკარაფუჯი (ოკურიდაში), შოჰოზანი-ასასეკირიუ (სუკუინაგე), აოიამა-კაისეი (კეკაეში), სადანოფუჯი-ცურუგიდაკე (ოშიდაში), ტაკანოიამა-კიმურაიამა (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი).
5-1: კოტოოშუ (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკეკაძე (მ 7), ვაკაკოიუ (მ 9), აოიამა (მ 16)... 2-4: გაგამარუ (მ 3)... 1-5: კოკაი (მ 10)... 0-6: ტოჩინოშინი (მ 2).

VII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ტოიონოშიმა, გაგამარუ-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-არანი, ბარუტო-კიოკუტენჰო, ჰარუმაფუჯი-ტოჩინოვაკა, კისენოსატო-ოკინოუმი, კაკურიუ-ჰომაშო, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტოჩიოძანი-ტაკეკაძე, კიტატაიკი-მიაბიამა, კოკაი-მიოგირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული