ევროპული ბაშო: ჩემპიონი ესტონელი, ვიცე-ჩემპიონი ქართველი

AutoSharing Option
გვასახელა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) - 24 წლის გოლიათმა (185 სმ, 199 კგ) ტოკიოში სუმოს წლის პირველ სუპერტურნირზე ვიცე-ჩემპიონობა (ჯუნ-იუშო) და მებრძოლი სულის პრიზი (კანტო შო) მოიპოვა.

ქართველმა იანვრის ბაშო ფანტასტიკური შედეგით, 12-3 დაასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია ელიტაში. გაგამარუ ვიცე-ჩემპიონი პირველად გახდა, მებრძოლი სულის პრიზი (რისთვისაც 2 მილიონი იენი მიიღო) კი მან სექტემბრის ბაშოზეც ირგო. ამ ტურნირზე თეიმურაზმა ბოლოს ზედიზედ 7 ორთაბრძოლა დაასრულა თავის სასარგებლოდ.

მოკლედ, ქართველებს შორეულ იაპონიაში საამაყო რიკიში გვყავს - მან წინ მხოლოდ ოძეკი ბარუტო გაუშვა, დიდ
ჩემპიონ ჰაკუჰოსთან ერთად კი თანაბარი ბალანსი დააგროვა.

ბრწყინვალედ იასპარეზა ლევან გორგაძემაც (ტოჩინოშინი), რომელმაც ჰაცუ ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა. ორივე ჩვენებურს დიდი წინსვლა ელის რეიტინგში. სამწუხაროდ, ძურიოს დივიზიონში გავარდნილმა კოკაიმ (ლევან ცაგურია) ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 7-8.

XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), ჰარუმაფუჯი-კისენოსატო (ცუკიოტოში), ბარუტო-კოტოოშუ (იორიკირი), ამინიშიკი-ტოიონოშიმა (შიტატენაგე), ტაკაიასუ-კაკურიუ (ცუკიდაში), ვაკაკოიუ-კიტატაიკი (ოშიდაში), ოკინოუმი-მიაბიამა (იორიკირი), ტაკეკაძე-გოეიდო (ჰატაკიკომი), ტოჩინოვაკა-ტაკანოიამა (იორიტაოში), აოიამა-ჰომაშო (ოშიტაოში), გაგამარუ-ტოიოჰიბიკი (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-ნიონოუმი (ოშიდაში). ძურიო: მასურაუმი-კოკაი (ოშიდაში).

ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ბარუტო (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-კოტოოშუ (იორიკირი), კაკურიუ-მიოგირიუ (ოშიდაში), კიტატაიკი-ტოიონოშიმა (ოშიტაოში), ტაკაიასუ-მიაბაიამა (ცუკიდაში), გოეიდო-ვაკაკოიუ (ჰიკიოტოში), ჰომაშო-ტაკეკაძე (ჰიკიოტოში), ამინიშიკი-ტოჩინოვაკა (ოკურიდაში), ტოიოჰიბიკი-ოკინოუმი (იორიკირი), იოშიკაძე-ასასეკირიუ (შიტატენაგე), გაგამარუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტენკაიჰო (იორიკირი). ძურიო: კოკაი-კიმურაიამა (იორიკირი).

საბოლოო მდგომარეობა
14-1: ბარუტო (ოძეკი)
12-3: ჰაკუჰო (იოკოძუნა), გაგამარუ (მაეგაშირა 10).
11-4: ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 8), ტოკიტენკუ (მ 10).
10-5: კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (სეკივაკე), ტოჩინოშინი (მ 9).
9-6: ამინიშიკი (მ 1), მიოგირიუ (მ 5), იოშიკაძე (მ 6), კიოკუტენჰო (მ 6), ჩიონოკუნი (მ 13), ასასეკირიუ (მ 15).
8-7: კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტოჩინოვაკა (მ 4), არანი (მ 7), შოჰოზანი (მ 8), სადანოფუჯი (მ 11), ტანკაიჰო (მ 13).

7-8: ჰომაშო (მ 4), ტოიოჰიბიკი (მ 5), ფუჯიაზუმა (მ 11).
6-9: გოეიდო (მ 2), ტაკაიასუ (მ 3), აოიამა (მ 7), დაიდო (მ 9), ტაკანოიამა (მ 14).
5-10: ტოიონოშიმა (სეკივაკე), ვაკაკოიუ (კომუსუბი), საგაცუკასა (მ 14), კაისეი (მ 16), ნიონოუმი (მ 16).
4-11: ტაკეკაძე (მ 1), ოკინოუმი (მ 2), ტოსაიუტაკა (მ 12).
3-12: მიაბიამა (კომუსუბი), იოშიაზუმა (მ 12), კიოკუშუჰო (მ 15).
2-13: კიტატაიკი (მ 3)

პრიზები

იმპერატორის თასი: ბარუტო (1-ელი)
ბრწყინვალე ასპარეზობა: კაკურიუ (1-ელი)
მებრძოლი სული: გაგამარუ (მე-2)
ტექნიკური რიკიში: მიოგირიუ (1-ელი)
ძურიოს ჩემპიონი: ჩიოტაირიუ (1-ელი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული