ქართული ტრიოს კატასტროფული მესამედი

AutoSharing Option
ოსაკას ბაშოზე ზუსტად ტურნირის მესამედი გაილია, ქართული ტრიოს შედეგი ამ დროისთვის შემაშფოთებელია: პირველად კომუსუბის რანგში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ჯერ ერთხელაც არ მოუგია, მხოლოდ კინკილა გამარჯვება აქვს აქტივში ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი), ძურიოს დივიზიონში უარყოფითი ბალანსი (2-3) გაუხდა ლევან ცაგურიას (კოკაი) და იქიდანაც გავარდნის საფრთხე დაემუქრა.

15 მარტს გაგამარუმ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან წააგო, ხოლო ტოჩინოშინს ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ მოერია. ჩვენებურებს დღესაც ძლიერ მეტოქეებთან ელით ბრძოლები, გაგამარუს წინააღმდეგ კოტოოშუ დადგება, ხოლო ტოჩინოშინს მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი გამოცდის.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გაგამარუ (სუკუინაგე),
კოტოშოგიკუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ბარუტო-ტოჩინოვაკა (ცუკიდაში), იოშიკაძე-ჰარუმაფუჯი (ჰატაკიკომი), ტოკიტენკუ-კისენოსატო (კეტაგური), კოტოოშუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კაკურიუ-ამინიშიკი (ოკურიდაში), მიოგირიუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ვაკაკოიუ (კატასუკაში), არანი-ჰომაშო (ჰატაკიკომი). ძურიო: კაისეი-კოკაი (ოშიტაოში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე), ტაკაიასუ (მაეგაშირა 7)... 1-4: ტოჩინოშინი (მ 3)... 0-5: გაგამარუ (კომუსუბი).

VI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-იოშიკაძე, ბარუტო-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-ჰარუმაფუჯი, კისენოსატო-ამინიშიკი, გაგამარუ-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-მიოგირიუ, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-ტოიონოშიმა, არანი-ტოკიტენკუ, ჰომაშო-შოჰოზანი. ძურიო: კოკაი-სოტაირიუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული