თეიმურაზ ჯუღელი ნაადრევად ჩამოწერეს

AutoSharing Option
ოსაკაში ნაადრევად ჩამოწერეს დებიუტანტი კომუსუბი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი). პირველი 6 ორთაბრძოლის წაგების შემდეგ 210-კილოგრამიანმა ქართველმა ფალავანმა 6-იდან 5 ორთაბრძოლა მოიგო. 22 მარტს მან ოშიდაშით ტოჩინოვაკას გაუფორმა უარყოფითი ბალანსი. გაგამარუს ჯერ კიდევ ბევრი დარჩა დადებით ბალანსამდე - სამივე ორთაბრძოლა უნდა მოიგოს. თუმცა ახლა ეს უკვე რეალურია...

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მე-2 გამარჯვება მიითვალა ბაშოზე, ხოლო კოკაიმ (ლევან ცაგურია) - მე-9 მარცხი.

11-11 მოგებით ოსაკაში ორი მონღოლი ლიდერობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და სეკივაკე კაკურიუ.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოოოშუ (უვატედაშინაგე), ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი (იორიკირი), კისენოსატო-ტოიონოშიმა
(ოშიდაში), კოტოშოგიკუ-ბარუტო (იორიტაოში), მიოგირიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), კაკურიუ-შოტენრო (იორიკირი), გაგამარუ-ტოჩინოვაკა (ოშიდაში), ტოჩინოშინი-იოშიკაძე (იორიკირი), კიოკუტენჰო-ტოკიტენკუ (იორიკირი), არანი-ტაკეკაძე (ჰატაკიკომი). ძურიო: კიმურაიამა-კოკაი (ჰატაკიკომი).

სატურნირო მდგომარეობა
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კაკურიუ (სეკივაკე).
10-2: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)... 5-7: გაგამარუ (კომუსუბი)... 2-10: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 3).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, კოტოოშუ-არანი, კოტოშოგიკუ-კაკურიუ, ბარუტო-ჰარუმაფუჯი, ტოკიტენკუ-ამინიშიკი, გაგამარუ-მიოგირიუ, იოშიკაძე-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი, ტოიოჰიბიკი-ტოიონოშიმა, ვაკაკოიუ-აოიამა. ძურიო: კოკაი-სატოიამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული