ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა კომუსუბის ტიტული დაკარგა

AutoSharing Option
23 აპრილს ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა. ვინაიდან მარტის ბაშოზე სამივე ქართველმა პროფესიონალმა ცუდად იასპარეზა, ახალი კლასიფიკაციისგან კარგს არც ველოდით. თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ), რომელიც კარიერაში პირველად ასპარეზობდა კომუსუბის ტიტულით, დასავლეთის მე-2 მაეგაშირობამდე დააქვეითეს.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კი სულაც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირობამდე ჩამოქვეითდა. მეორე ელიტური დივიზიონიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა ლევან ცაგურია (კოკაი), რომელიც ამიერიდან ძურიოს მე-11 ნომერია.

თანამედროვე სუმოში მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონია - მონღოლი ჰაკუჰო. ჩემპიონთა (ოძეკი) რიცხვი კი 6-ამდე გაიზარდა - ჰარუმაფუჯის, ბარუტოს, კისენოსატოს, კოტოშოგიკუს და კოტოოშუს კაკურიუ
დაემატა. მაისის ბაშოზე სეკივაკეს ტიტულს ტოიონოშიმა და გოეიდო ატარებენ, კომუსუბები კი ჰომაშო და ამინიშიკი იქნებიან. უმაღლეს დივიზიონში ორი დებიუტანტია: ჩიოტაირიუ და კიმიკაძე. მაისის (ნაცუ) ბაშო ტოკიოში 6-ში დაიწყება და 20-ამდე გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
აოიამა - მეორე ბულგარელი - რა ძალიან სწრაფად ამოვიდა მაეგაშირა 6-ე ნომრად!
kotomitsuki
24 აპრილი 2012 15:05
0
ძურიო - არასწორია, სწორია - ჯურიო
chiotaikai
24 აპრილი 2012 13:30
0
ბატონო ნიკოლოზ ბოდიშის მოხდით: ძურიო არასწორია, სწორია ჯურიო.
akebono
24 აპრილი 2012 13:29
0
ტოჩინოშინი ერთი პერიოდი სეკივაკემდე ამაღლდა მაგრამ მკლავის ტრამვამ დაამუხრუჭა, ვიქონიოთ იმედი კიდევ ექნება აღზევების პერიოდი!
kayo
24 აპრილი 2012 13:03
0
კოკკაის ორჯერ აქვს მოგებული ასაშორიუსთან! ეს ბევრ იაპონელს ახსოვს!
taihoo
24 აპრილი 2012 12:59
0
ბაშოს მოგება მონღოლებს აქვთ "პრივატიზებული"
wakanohana
24 აპრილი 2012 12:50
0
კოკკაი უკვე ასაკშია და წინსვლას ნაკლებად ველოდებით, თუმცა კოკკაის დამსახურება საქართველოსთვის ამ სფეროში ფასდაუდებელია! საერთოდ ის პირველი ევროპელია ბანძუკეში! ჯურიოში ჩამოვარდნა მხოლოდ ასაკობრივი ამბავია. მთელი იაპონია იცნობს კოკკაის, მაგრამ სამწუხაროდ მისი ქართული წარმოშობა ცოტამ თუ იცის!?
takanohana
24 აპრილი 2012 12:46
0
კოტოოშუ, ბარუტო, ჰარუმაფუჯი "რიგით" ოოძეკებად ჩამოყალიბდნენ, იოკოძუნა ვერცერთი ვერ გახდება ჩემი აზრით. კაკურიუ ჯერ ახალია და მომავალი გვიჩვენებს. კისენოსატომაც (ერთადერთი იაპონელი ოოძეკი) არა მგონია იოკოძუნობას მიაღწიოს
musashimaru
24 აპრილი 2012 12:39
0
გაგამარუ პირველად იყო კომუსუბის რანგში და არც არის გასაკვრი ცოტათი ჩამოქვეითება, მაეგაშირას მე-2-ე ნომერიც საკმაოდ მაღალი ადგილია სუმოში. ისე ამთავრებენ კარიერას საკმაოდ ცნობილი სუმოისტები რომ მაეგაშირაზე ზემოთ ნამყოფიარ არიან. თუმცა ეს უწინ იყო როცა ოოძეკის წოდება თითქმის მიუღწეველი იყო (ახლაც არც ისე ადვილია)
asashyoryu
24 აპრილი 2012 12:33
0
კოტოოშუ (ბულგარელი) კარგა ხანია ოოძეკი გახლავთ, კისენოსატოა მე მგონი ახალბედა ოოძეკი
asashyoryu
24 აპრილი 2012 12:26
0

სიახლეები პოპულარული