კოკაი ტრავმას დანებდა, მაგრამ არ გავარდება

AutoSharing Option
ქართული პროფესიული სუმოს პიონერი ლევან ცაგურია (კოკაი) 16 მაისს არ გამოუცხადდა მეტოქეს და წაგება ჩაეთვალა - მიზეზი წინა დღის დაპირისპირებაა ჩეხ ტაკანოიამასთან, რომელშიც ქართველმა კუნთი დაიჭიმა.

"შავმა ზღვამ" გადაწყვიტა, არ გაირთულოს ტრავმა. მან უკვე მოიპოვა 6 გამარჯვება. ასე რომ, ბაშოს უარყოფითი ბალანსის დასრულების შემთხვევაშიც კი არ მოუწევს მესამე დივიზიონში გავარდნა, თუმცა კი ზღვართან ძალიან ახლოს მივა.

ელიტაში თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) უარყოფითი ბალანსი და შესაბამისად, რეიტინგში კლება "დაიბევა".

ერთადერთი, ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ასპარეზობს მეტ-ნაკლებად წარმატებით - მას 6-5 ბალანსი აქვს და
წინსვლისთვის კიდევ 2 მოგება ესაჭიროება.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოოშუ (კირიკაეში), კისენოსატო-კაკურიუ (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ბარუტო-ჰომაშო (იორიკირი), ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი (კატასუკაში), ტაკაიასუ-გოეიდო (ოშიტაოში), მიოგირიუ-ამინიშიკი (ოშიდაში), არანი-გაგამარუ (უვატედაშინაგე), ტოიოჰიბიკი-ვაკაკოიუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი (იორიკირი). ძურიო: მასარაუმი-კოკაი (უბრძოლველად).

სატურნირო მდგომარეობა
10-1: კისენოსატო (ოძეკი).
8-3: კოტოშოგიკუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), აოიამა (მ 6), კიოკუტენჰო (მ 7), შოტენრო (მ 11), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16)... 6-5: ტოჩინოშინი (მ 8)... 3-8: გაგამარუ (მ 2).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ, ჰარუმაფუჯი-კაკურიუ, ბარუტო-კოტოოშუ, ტოჩიოძანი-კისენოსატო, გაგამარუ-გოეიდო, ტოიონოშიმა-ჰომაშო, ამინიშიკი-ტოიოჰიბიკი, არანი-ტაკაიასუ, მიოგირიუ-ტაკეკაძე, ტოჩინოვაკა-ვაკანოსატო, ტოჩინოშინი-კიმიკაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაკუჰო სადღაა სატურნირო მდგომარეობაში თქვე უტვინოებო!
Jigaro
01:44 18-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული