ტრავმირებული კოკაი ისევ დაბრუნდა

AutoSharing Option
ქართველმა ვეტერანმა სუმოისტმა ლევან ცაგურიამ (კოკაი) მებრძოლი სული გამოავლინა ზაფხულის ბაშოზე და ორდღიანი პაუზის შემდეგ ბრძოლებს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ "შავი ზღვა" ბაშოს მე-10 დღეს ჩეხ ტაკანოიამასთან ორთაბრძოლაში დაშავდა (კუნთი დაეჭიმა), ის შეხვედრა ტრავმის გამო წააგო, ხოლო მომდევნო ორში მარცხი ჩაეთვალა. ასე ექცა ქართველს 6-3 ბალანსი 6-6-ად.

როგორც ხედავთ, 31 წლის სპორტსმენი ბედს არ შეეგუა და 18 მაისს ტოსაიტაკასთან საბრძოლველად დოჰიოზე გავა.

ელიტაში ორივე ჩვენებურმა იმარჯვა. სატურნირო თვალსაზრისით, ამით მხოლოდ ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) თუ იხეირებს, რომელსაც დადებითი ბალანსის დაბევებამდე მოგებაღა აშორებს.

თეიმურაზ ჯუღელმა
(გაგამარუ) სეკივაკე გოეიდოს მოუგო, რაც თავისთავად მიღწევაა, მაგრამ უარყოფით ბალანსს ჩვენებური ვეღარ გამოასწორებს.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (უვატენაგე), კაკურიუ-ჰარუმაფუჯი (ოკურიდაში), კოტოოშუ-ბარუტო (იორიკირი), ტოჩიოძანი-კისენოსატო (იორიკირი), გაგამარუ-გოეიდო (ჰატაკიკომი), ჰომაშო-ტოიონოშიმა (ოშიდაში), ამინიშიკი-ტოიოჰიბიკი (უვატედაშინაგე), არანი-ტაკაიასუ (ჰატაკიკომი), მიოგირიუ-ტაკეკაძე (ცუკიოტოში), ვაკანოსატო-ტოჩინოვაკა (იორიკირი), ტოჩინოშინი-კიმიკაზე (კატასუკაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-2: კისენოსატო (ოძეკი).
9-3: ტოჩიოძანი (მაეგაშირა 4), კიოკუტენჰო (მ 7).
8-4: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ოკინოუმი (მ 5), აოიამა (მ 6), შოტენრო (მ 11), ტამავაში (მ 15), ტაკარაფუჯი (მ 16)... 7-5: ტოჩინოშინი (მ 8)... 4-8: გაგამარუ (მ 2).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-ბარუტო, კოტოშოგიკუ-გოეიდო, კოტოოშუ-კაკურიუ, ტოიონოშიმა-ტაკეკაძე, გაგამარუ-ჰომაშო, ამინიშიკი-ტოჩიოძანი, ტოჩინოვაკა-არანი, ტაკაიასუ-მიოგირიუ, შოჰოზანი-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-ტამავაში. ძურიო: კოკაი-ტოსაიუტაკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული