ტოჩინოშინი კომუსუბი? გაგამარუ მეხუთეა, კოკაი გადარჩა!

AutoSharing Option
ნაგოიას ბაშო წარმატებული გამოდგა ქართველთათვის: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კომუსუბის ტიტულის დაბრუნების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია; თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) 10 ორთაბრძოლა მოიგო და ტურნირზე მე-5 ადგილი გაიყო ოძეკებთან ერთად; თვით ლევან ცაგურიამაც (კოკაი) კი, რომელმაც 11 ორთაბრძოლა წააგო, ძურიოში ადგილი მაინც შეინარჩუნა.

ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირაა. მან ბაშო 9-6 ბალანსით დაასრულა და სავარაუდოდ, ტოიონოშიმასგან გამოთავისუფლებულ კომუსუბის ტიტულს მიიღებს.

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ აგვისტოში გამოჩნდება, როცა რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდება. გაგამარუ აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირაა. მან 10-5 ბალანსით დაასრულა ბაშო და პირველი ან მეორე მაეგაშირა იქნება
სექტემბრის ბაშოზე.

იმპერატორის თასი კარიერაში მესამედ მოიგო მონღოლმა ჰარუმაფუჯიმ, რომელმაც 22 ივლისს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა. ჰარუმაფუჯიმ, ანუ მზის ცხენმა, პირველად შეძლო 15-ივე ორთაბრძოლის მოგება.

XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), კოტოშოგიკუ-ბარუტო (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-კოტოოშუ (ოშიდაში), კაკურიუ-გოეიდო (უბრძოლველად), ტოჩიოძანი-შოჰოზანი (იორიკირი), აოიამა-ტოიონოშიმა (იორიკირი), ჰომაშო-მიოგირიუ (იორიტაოში), ამინიშიკი-ოკინოუმი (უვატედაშინაგე), კიოკუტენჰო-სადანოფუჯი (კატასუკაში), ტამავაში-ვაკაკოიუ (ჰატაკიკომი), დაიდო-ტაკეკაძე (იორიკირი)), კაისეი-ტოჩინოშინი (იორიტაოში), გაგამარუ-ჩიოტაირიუ (უვატენაგე). ძურიო: კოკაი-ონიარაში (ოშიდაში).

ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-ჰაკუჰო (იორიკირი), კოტოოშუ-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (შიტატენაგე), ბარუტო-არანი (ოშიდაში), ტოჩიოძანი-ტაკაიასუ (იორიკირი), მიოგირიუ-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოიონოშიმა-ტამაასუკა (იორიკირი), კიოკუტენჰო-ჰოჩიამა (იორიკირი), ამინიშიკი-ტამავაში (უვატედაშინაგე), აოიამა-ტოკიტენკუ (ოშიდაში), ტოჩინოშინი-დაიდო (იორიკირი), ტოიოჰიბიკი-გაგამარუ (იორიკირი). ძურიო: ოივატო-კოკაი (ოშიდაში).

საბოლოო მდგომარეობა
15-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი).
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-4: კაისეი (მაეგაშირა 8), მასუნოიამა (მ 13).
10-5: კისენოსატო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), გაგამარუ (მ 7), დაიდო (მ 13).
9-6: კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ბარუტო (ოძეკი), ტოჩინოშინი (მ 4), არანი (მ 5), ჰომაშო (მ 6), ტოიოჰიბიკი (მ 7), ტოკიტენკუ (მ 9), კიტატაიკი (მ 11).
8-7: მიოგირიუ (კომუსუბი), აოიამა (მ 2), შოჰოზანი (მ 3), მიაბიამა (მ 9), ვაკანოსატო (მ 14), ჩიოტაირიუ (მ 15).

7-8: გოეიდო (სეკივაკე), ტაკეკაძე (მ 4), შოტენრო (მ 6), იოშიკაძე (მ 8), იკიოი (მ 16).
6-9: ამინიშიკი (მ 1), ტაკაიასუ (მ 5), ტაკარაფუჯი (მ10).
5-10: ტოიონოშიმა (კომუსუბი), სადანოფუჯი (მ 12), ტაკანოიმა (მ 12), ტოჩინოვაკა (მ 14).
4-11: ტოჩიოძანი (სეკივაკე), ოკინოუმი (მ 2).
3-12: ვაკაკოიუ (მ 3).
2-13: კიოკუტენჰო (მ 1).
1-14: ჰოჩიამა (მ 15).

იმპერატორის ტიტული: ჰარუმაფუჯი (მესამედ)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: კაისეი (მეორედ)
მებრძოლი სული: მასუნოიამა (პირველად)
ტექნიკური რიკიში: მიოგირიუ (მესამედ)
ძურიოს ჩემპიონი: ჩიონოკუნი (პირველად)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული