ტოჩინოშინი კომუსუბის ტიტულს კარგავს

AutoSharing Option
შემოდგომის ბაშოს მე-9 დღეს თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) იორიკირის ილეთით დაამარცხა მასუნოიამა. ქართველს, რომელიც 212 კილოგრამს იწონის, 3-6 ბალანსი აქვს.

18 სექტემბერს გაგამარუ ტოიონოშიმას დაეჭიდება.

კომუსუბის ტიტულს კარგავს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). ჩვენებურმა 17 სექტემბერს ბრაზილიელ კაისეისთან წააგო და ლიმიტი ამოწურა - ახლა ტიტულის შესანარჩუნებლად მან დარჩენილი ექვსი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, მათ შორის დღეს, 18 სექტემბერს, სეკივაკე მიოგირიუს წინააღმდეგ.

ბაშოს დაუმარცხებლად სამი სუმოისტი ლიდერობს - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, ჩემპიონი ჰარუმაფუჯი და რიგითი მაეგაშირა კიოკუტენჰო - სამივე მონღოლია.

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-ამინიშიკი
(იორიკირი), მაიოგირიუ-კაკურიუ (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა (სოტოგაკე), ჰომაშო-კისენოსატო (ჰიკაკე), გოეიდო-შოჰოზანი (ჰიკიოტოში), არანი-აოიამა (ჰატაკიკომი), კაისეი-ტოჩინოშინი (იორიტაოში), გაგამარუ-მასუნოიამა (იორიკირი), კიოკუტენჰო-ტოჩიოძანი (იორიკირი), ოკინოუმი-ტაკაიასუ (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).
8-1: კისენოსატო (ოძეკი), ოკინოუმი (მ 8), ტაკაიასუ (მ 9)... 3-6: გაგამარუ (მ 2)... 2-7: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

X დღე (მნიშვნელოვანი წყვილები):
ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კისენოსატო-გოეიდო, კაკურიუ-კიოკუტენჰო, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, აოიამა-შოჰოზანი, კაისეი-ტოიოჰიბიკი, გაგამარუ-ტოიონოშიმა, არანი-ტოკიტენკუ, ჰომაშო-იოშიკაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული