ქართული დერბი ტოჩინოშინისაა

AutoSharing Option
20 სექტემბერს ტოკიოში ქართული დერბი გაიმართა - ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ კარიერაში.

კომუსუბის ტიტულის მფლობელი (ამ ტიტულს ლევანი მომავალ თვეში დაკარგავს) ტოჩინოშინი დაჯახებისას მარცხნივ გადახტა და ისე იგდო მეტოქის მავაში ხელთ. ამის შემდეგ მან 212-კილოგრამიანი გაგამარუ დოჰიოს კიდამდე მიიყვანა, იქ კი უვატენაგეს ილეთით წააქცია.

ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში გათანაბრდა (2:2). ტოჩინოშინისთვის ეს მე-4 გამარჯვება იყო შემოდგომის ბაშოზე. დღეს, 21 სექტემბერს ის ჰომაშოს (5:5 ურთიერთშეხვედრებში) შეხვდება, გაგამარუს მეტოქე კი ოსი არანი (2:2) იქნება.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები):
ჰაკუჰო-მიოგირიუ (ცუკიტაოში), კაკურიუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (ცუკიტაოში), კისენოსატო-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), ტოჩინოშინი-გაგამარუ (უვატენაგე), ტოიონოშიმა-აოიამა (ოშიდაში), კაისეი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ჰომაშო-ამინიშიკი (იორიკირი), ტაკაიასუ-კიოკუტენჰო (იორიკირი).

სატურნირო მდგომარეობა
12-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)
11-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა)
10-2: კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მაეგაშირა 9), კიოკუტენჰო (მ 11)... 4-8:: ტოჩინოშინი (კომუსუბი)... 3-9: გაგამარუ (მ 2).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაკურიუ, ჰარუმაფუჯი-კისენოსატო, მიოგირიუ-კიოკუტენჰო, გოეიდო-ამინიშიკი, აოიამა-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-ჰომაშო, კაისეი-შოჰოზანი, გაგამარუ-არანი, ტაკაიასუ-ტოჩიოძანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული