ლევან გორგაძემ კომუსუბის ტიტული ოფიციალურად დაკარგა

AutoSharing Option
29 ოქტომბერს იაპონიაში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოქვეყნდა, რომელშიც 2001 წლის მერე პირველად აღარ არის ლევან ცაგურია (კოკაი).

"შავმა ზღვამ" სექტემბრის ტურნირის დროს სპორტული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. დღეიდან სუმოს სამყაროს ორი დიდი ჩემპიონი ჰყავს ოფიციალურად, ორივე მონღოლი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. ოძეკის (ჩემპიონი) ტიტულით იასპარეზებენ: კაკურიუ, კისენოსატო, კოტოშოგიკუ, კოტოოშუ და ბარუტო.

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოფიციალურად დაკარგა კომუსუბის ტიტული. 24 წლის ქართველი დღეიდან აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირაა, ხოლო თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) - აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა.

წლის ბოლო, ნოემბრის ბაშო 11-25 რიცხვებში ფუკუოკაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული