თეიმურაზ ჯუღელმა მონღოლ შოტენროს მოუგო

AutoSharing Option
როგორც ჩანს, წლის უკანასკნელ ბაშოზე ქართველთა მიზანი პროზაულია - როგორმე ტურნირის დადებითი ბალანსით ჩამთავრება და რეიტინგში წინსვლის დაბევება.

უფრო მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად ისინი მზად არ ჩანან. 14 ნოემბერს ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) მასუნოიამასთან წააგო, რაც მოულოდნელი შედეგია. 15 ნოემბერს ჩვენებური ოძეკი კოტოშოგიკუს შეხვდება. ლევანს 1-3 ბალანსი აქვს.

გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მონღოლ შოტენროს მოუგო და ნულოვანი ბალანსი (2-2) გაუხდა. 15 ნოემბერს ჩვენი მძიმეწონოსანი ტოიოჰიბიკის გამოსცდის. კიუშუს ბაშოს 4-4 მოგებით 6 რიკიში უდგას სათავეში, რომელთა შორისაც მონღოლი დიდი ჩემპიონი ჰაკუჰოა.

IV დღე (მნიშვნელოვანი
ბრძოლები): ჰაკუჰო-კაისეი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-შოჰოზანი (შიტატენაგე), კოტოოშუ-ტაკეკაძე (იორიკირი), კაკურიუ-ჰომაშო (კატასუკაში), კისენოსატო-ტოჩიოძანი (ცუკიოტოში), კოტოშოგიკუ-ოკინოუმი (იორიკირი), გოეიდო-ამინიშიკი (ოშიდაში), მიოგირიუ-ტაკაიასუ (იორიკირი), მასუნოიამა-ტოჩინოშინი (ოშიდაში), გაგამარუ-შოტენრო (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
4-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კისენოსატო (ოძეკი), გოეიდო (სეკივაკე), აოიამა (მაეგაშირა 5), ტოიონოშიმა (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 15)... 2-2: გაგამარუ (მ 7)... 1-3: ტოჩინოშინი (მ 3).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ჰომაშო, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კაკურიუ-ოკინოუმი, კისენოსატო-შოჰოზანი, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კოტოოშუ-ამინიშიკი, მიოგირიუ-ტოჩიოძანი, გოეიდო-ტაკეკაძე, მასუნოიამა-ტაკაიასუ, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული