თეიმურაზ ჯუღელის ზედიზედ მესამე გამარჯვება წლის უკანასკნელ ბაშოზე

AutoSharing Option
ძალიან წარუმატებელი გამოდგა წლის უკანასკნელი ბაშო მე-3 მაეგაშირა ტოჩინოშინისათვის (ლევან გორგაძე).

19 ნოემბერს ქართველმა ოძეკი კაკურიუსგან გადამწყვეტი, მე-8 მარცხი იგემა და ახლა ვერაფრით გამოასწორებს სიტუაციას.

სამაგიეროდ, ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან ჩიონოკუნის აჯობა და კიუშუს ბაშოზე პირველად გაუხდა დადებითი ბალანსი.

ნოემბრის ბაშოს უკვე ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს - მხოლოდ დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ მოახერხა ცხრავე ორთაბრძოლის მოგება.

VIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (იორიტაოში), ჰარუმაფუჯი-გოეიდო (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (იორიკირი), კისენოსატო-აოიამა (უბრძოლველად), კოტოშოგიკუ-შოჰოზანი (იორიკირი), კოტოოშუ-ჰომაშო (კოტენაგე), ამინიშიკი-ოკინოუმი (უჩარი), ტოჩიოძანი-ტოიოჰიბიკი (იორიტაოში), კაისეი-დაიდო (იორიკირი),
გაგამარუ-ჩიონოკუნი (ცუკიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
9-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
8-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), გოეიდო (სეკივაკე), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6)... 5-4: გაგამარუ (მ 7)... 1-8: ტოჩინოშინი (მ 3).

IX დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-ტოიონოშიმა, კისენოსატო-კოტოოშუ, კოტოშოგიკუ-მასუნოიამა, კაკურიუ-ტაკეკაძე, მიოგირიუ-შოჰოზანი, ამინიშიკი-ჰომაშო, ოკინოუმი-ტოჩიოძანი, ტოჩინოშინი-დაიდო, გაგამარუ-იოშიაზუმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული