ქართული მონაგარი: გაგამარუს 8-7 და ტოჩინოშინის 5-10

AutoSharing Option
სუმოს სეზონი დასრულდა - კიუშუს ბაშოს ბოლო ორ დღეს გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) ორივე შეხვედრა წააგო, თუმცა ბაშო მაინც დადებითი ბალანსით დაასრულა - 8-7.

ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) კი ორივე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ბაშო მაინც უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 5-10.

დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ უკვე 23-ედ მოიპოვა იმპერატორის თასი. მონღოლმა სუმოისტმა ტიტული უკვე ბოლოსწინა დღეს გაიფორმა, როცა კონკურენტთათვის მიუწვდომელი გახდა.

XIV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კისენოსატო-ჰარუმაფუჯი (იორიკირი), ჰაკუჰო-კაკურიუ (უვატენაგე), კოტოშოგიკუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), ტოიონოშიმა-კოტოოშუ (შიტატენაგე), გოეიდო-არანი (ოშიდაში), კაისეი-მიოგირიუ (ოშიდაში), ტაკაიასუ-ჰომაშო (იორიკირი), ამინიშიკი-ტაკეკაძე (ოშიდაში), ტოჩიოძანი-შოჰოზანი (უვატეჰინერი), ტოჩინოშინი-შოტენრო
(უვატენაგე), ჩიოტაირიუ-გაგამარუ (უვატენაგე).
ბოლო დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-ჰარუმაფუჯი (შიტატენაგე), კაკურიუ-კისენოსატო (ცუკიოტოში), გოეიდო-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), კოტოოშუ-ტოიოჰიბიკი (იორიკირი), მიოგირიუ-კიოკუტენჰო (სუკუინაგე), ამინიშიკი-მასუნოიამა (ოშიდაში), დაიდო-ჰომაშო (ცუკიოტოში), ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი (ოშიდაში), შოჰოზანი-არანი (ოშიდაში), კიტატაიკი-გაგამარუ (იორიკირი), ტოჩინოშინი-იოშიაზუმა (იორიკირი).

საბოლოო მდგომარეობა
14-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა).
11-4: გოეიდო (სეკივაკე), ტოიონოშიმა (მაეგაშირა 6).
10-5: კისენოსატო (ოძეკი), ტოჩიოძანი (მ 1), შოჰოზანი (მ 2), კიოკუტენჰო (მ 6), ჩიოტაირიუ (მ 15).
9-6: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტოიოჰიბიკი (მ 5), იკიოი (მ 10), ტამავაში (მ 16).
8-7: კოტოშოგიკუ (ოძეკი), არანი (მ 7), გაგამარუ (მ 7), იოშიკაზე (მ 10), კიტატაიკი (მ 12), ვაკანოსატო (მ 12), ფუჯიაზუმა (მ 13).
--
7-8: ამინიშიკი (კომუსუბი), კაისეი (მ 2), ტოკიტენკუ (მ 8).
6-9: მიოგირიუ (სეკივაკე), აოიამა (მ 5), ასაჰიშო (მ 11), ჯოკორიუ (მ 14).
5-10: ტოჩინოშინი (მ 3), მასუნოიამა (მ 4), ტაკაიასუ (მ 4), დაიდო (მ 8), შოტენრო (მ 9), მიაბიამა (მ 11), ჩიონოკუნი (მ 14).
4-11: ჰომაშო (კომუსუბი), ტაკეკაძე (მ 3), ვაკაკოიუ (მ 13).
3-12: იოშიაზუმა (მ 15).
2-13: ოკინოუმი (მ 2).
1-14: ბარუტო (ოძეკი).
0-15: ასასეკირიუ (მ 9).

ტიტულები
იმპერატორის თასი: ჰაკუჰო (23-ე)
ბრწყინვალე ასპარეზობა: არავის
მებრძოლი სული: შოჰოზანი (პირველად)
ტექნიკური რიკიში: გოეიდო (მე-3)
ძურიოს ჩემპიონი: სადანოფუჯი (პირველად)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული