ქართველი სუმოისტების დაპირისპირება ტოკიოში [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოში, სუმოს ლეგენდარულ დარბაზ "კოკუგიკანში" კარიერაში მეხუთედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) და ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი). აქამდე ანგარიში მათ შორის 2:2 იყო.

გაგამარუ მე-4 მაეგაშირაა, ტოჩინოშინი მე-6, ჯუღელი 212 კილოგრამს იწონის, გორგაძე კი - 161-ს. მიუხედავად ამ ორი უპირატესობისა, გამარჯვებული ტოჩინოშინი დარჩა. მან უვატედაშინაგეს ილეთით რამდენიმე წამში იმარჯვა.

ტოჩინოშინი, რომელსაც 2-0 ბალანსი აქვს, ბაშოს III დღეს მასუნოიამას დაუპირისპირდება, რომელსაც პირველად ნოემბერში შეხვდა და დამარცხდა.

გაგამარუს (1-1) მეტოქე მონღოლი ვეტერანი კიოკუტენჰოა. ქართველისთვის ის ძალზე მოუხელთებელი მეტოქეა, 7 დაპირისპირებიდან 5 მოუგო.

VideoSportall.Ge
გაგამარუ VS ტოჩინოშინი - ქართველი სუმოისტების დუელი


ასევე იხილეთ:
ტოკიოში ქართულ დუელს ველით: გაგამარუ VS ტოჩინოშინი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული