ლევან გორგაძე ბაშოს ლიდერია და პირად რეკორდს უმიზნებს

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოზე სულ 4 სუმოისტი დარჩა, რომელთაც ყველა შეხვედრა მოიგეს და მათ შორის 25 წლის ლევან გორგაძეა (ტოჩინოშინი).

მე-6 მაეგაშირას რანგის ქართველმა იოშიკაძის შეტევა მოიგერია, შემდეგ კი წყნარად გაიყვანა იაპონელი რკალს მიღმა. ტოჩინოშინს 4-0 ბალანსი აქვს, ისევე, როგორც დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის და კიდევ ორ რიგით მაეგაშირას.

ასპარეზობის მე-5 დღეს ლევანის მეტოქე გამოცდილი მონღოლი ტოკიტენკუა, რომელთანაც პირად შეხვედრებში 5:6-ს აგებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს დივიზიონში სტარტზე ზედიზედ ხუთი ორთაბრძოლა ლევანს არასოდეს მოუგია და ახლა რეკორდის დამყარების შანსი აქვს.

2-დღიანი მარცხის სერია
ბულგარელი აოიამას ძლევით შეწყვიტა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ).

მე-4 მაეგაშირას რანგში მოჭიდავე ქართველმა ევროპელ გოლიათს ძალით აჯობა. ახლა თეიმურაზი ბრაზილიელ კაისეის დაუპირისპირდება. ერთმანეთს ქართველი და ბრაზილიელი ოთხჯერ დაუპირისპირდნენ (2:2), ერთ შეხვედრაში კი ჩვენებურს მოგება მეტოქის ტრავმის წყალობით ჩაეთვალა.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე იანვრის ბაშოზე დაუმარცხებელია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული