ქართველმა სუმოისტებმა ბაშოზე ზედიზედ მეორე დღე ჩააგდეს [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოს არანთან დათმო ორთაბრძოლა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა დოჰიოს ცენტრში, სანამ არანმა არ იმძლავრა და ქართველი რკალიდან არ გაიყვანა.

ტოჩინოშინს 4-2 ბალანსი აქვს და მისი მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა ოკინოუმია. აქამდე ქართველი იაპონელს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.

VideoSportall.Ge
ლევან გორგაძემ ოს არანთან დათმო ორთაბრძოლა


კიდევ უფრო ცუდად აქვს საქმე თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ). ელიტის ყველაზე მძიმე სუმოისტმა (212 კგ) მე-7 მაეგაშირა ტაკაიასუსთან დათმო. ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან გაგამარუმ თითქმის გაიყვანა მეტოქე რკალიდან და ბოლო წამს წაიფორხილა.

Video
Sportall.Ge
თეიმურაზ ჯუღელი ტაკაიასუსთან დამარცხდა


ჩვენებურს 2-4 ბალანსი აქვს. მას კიდევ უფრო გაუჭირდება, რადგან მომდევნო მეტოქე ჩემპიონის რანგის ფალავანი, ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ ჰყავს, რომელსაც ერთხელ იმპერატორის თასიც აქვს მოგებული. ქართველი გოლიათი 4-ჯერ დაუპირისპირდა 2 მეტრზე მაღალ ბულგარელს, მაგრამ უშედეგოდ.

ჰაცუ ბაშოს კი პირველად ჰყავს ერთპიროვნული ლიდერი - მონღოლი დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) ჰარუმაფუჯი. მხოლოდ მას აქვს 6-0 ბალანსი.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძე იანვრის ბაშოზე პირველად დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული