რეკორდსმენი სუმოისტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა ლეგენდარული სუმოისტი ტაიჰო კოკი.

მოჭიდავემ, რომლის ნამდვილი სახელი და გვარია კოკი ნაია, 32-ჯერ მოიგო იმპერატორის თასი, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.

საინტერესოა, რომ მისი მამა ხარკოვის ოლქის მკვიდრი მარკიან ბარიშკო იყო, თავად კოკი კი სახალინის კუნძულზე ქალაქ სიკუკაში დაიბადა.

სახალინის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ, ბარიშკო საბჭოთა მთავრობის მიერ იყო რეპრესირებული, როგორც ყოფილი თეთრგვარდიელი, ხოლო ყოფილი სუმოისტი, რომელსაც მამა ივანს ეძახდა, დედასთან ერთად ჰოკაიდოზე იქნა რეპატრირებული.

თავისი კარიერა მან 1956 წელს დაიწყო, ოთხი წლის შემდეგ
კი პირველი ტურნირი მოიგო და ბოლოს სუმოს ოსტატების უმაღლესი რანგი მიიღო - იოკოძუნა გახდა. კარიერა მან 1971 წელს დაასრულა. იტყობინებიან, რომ ნაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იაპონიის ცენტრალურმა ტელეარხმა შეწყვიტა სუმოს ორთაბრძოლების პირდაპირი ტრანსლიაცია და უჩვენა ტაიჰო კოკის საუკეთესო ბრძოლები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელი დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის გაუძალიანდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული