ქართველმა სუმოისტებმა მეტოქეები მაყურებლებში მოისროლეს [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოს სახელგანთქმულ დარბაზ "რიოგოკუ კოკუგიკანში" ახალი წლის ბაშოს მე-9 დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დღე წარმატებული გამოდგა ქართველთათვის, ორივე ჩვენებურმა მოიგო - ახლა ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) 6-3 ბალანსი აქვს, ხოლო თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) - 3-6.

ტოჩინოშინის მეტოქე კიტატაიკი (სქელი ხე) იყო. ქართველმა მისთვის სასურველი პოზიცია მიიღო და მაყურებელთა დარბაზში მოისროლა მეტოქე.

VideoSportall.Ge
ტოჩინოშინმა კიტატაიკი დაამარცხა

გაგამარუმ ტაკეკაძე დოჰიოს რკალიდან ერთი ამოსუნთქვით გააგდო.

VideoSportall.Ge
გაგამარუმ ტაკეკაძეს მოუგო

მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ვეტერანი ვაკანოსატოა (ურთიერთშეხვედრებში ქართველი 4:2-ს იგებს), ხოლო გაგამარუ ტოიონოშიმას შეხვდება, რომელსაც 4-ჯერ
შეხვდა და 4-ჯერვე წააგო.

ახალი წლის ბაშოს კვლავ დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი ლიდერობს - მონღოლმა 9 შეხვედრა მოიგო.

ასევე იხილეთ:
თეიმურაზ ჯუღელი დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის გაუძალიანდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული