ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსის მიღწევამდე ერთი მოგებაღა აშორებს

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს მე-10 დღეზე გამარჯვების შემდეგ ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) მიზნამდე ერთი მოგებაღა აშორებს.

ჩვენებურს 7-3 ბალანსი აქვს, მე-8 გამარჯვება კი სამომავლოდ რეიტინგში წინსვლას ნიშნავს.

ტოჩინოშინმა ვეტერანი ვაკანოსატო დოჰიოს ცენტრში დააგდო. ლევანის მორიგი მეტოქე ტაკარაფუჯია, რომელმაც უკვე გაინაღდა ბაშოზე დადებითი ბალანსი (8-2). აქამდე ქართველი ერთხელ შეხვდა ტაკარაფუჯის და მოუგო.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) კი დამარცხდა. მას ტანდაბალმა ტოიონოშიმამ მიწოლით აჯობა. ჩვენებურს 3-7 ბალანსი აქვს და თუკი იკიოისთანაც წააგებს, რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება.

გაგამარუ იკიოის პირად შეხვედრებში 2:1-ს უგებს.

ბაშოს
10 მოგებით დიდი ჩემპიონი ჰარუმაფუჯი უდგას სათავეში. მას 9 მოგებით კვალში დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო მიჰყვება.

ასევე იხილეთ:
ქართველმა სუმოისტებმა მეტოქეები მაყურებლებში მოისროლეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული