ლევან გორგაძემ იანვრის ბაშოზე დადებითი ბალანსი დაიბევა [VIDEO]

AutoSharing Option
ახალი წლის ბაშოს მე-11 დღე გადამწყვეტი გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის:

ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კაჩი კოში (ანუ დადებითი ბალანსი) და რეიტინგში დაწინაურება დაიბევა, ხოლო თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) მაკე კოში (უარყოფითი ბალანსი) და რეიტინგში უკუსვლა.

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ტაკარაფუჯი იყო, რომელმაც წინა დღით შეძლო გადამწყვეტი, მე-8 მოგების ჩაწერა. მომქანცველი ორთაბრძოლა ბოლოს ქართველმა მოიგო, მეტოქის მავაში მოიგდო ხელთ და ტაკარაფუჯი დოჰიოს რკალიდან "გადადგა".

ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე უკვე პირველი მაეგაშირაა - მიოგირიუ. ურთიერთშეხვედრებში ჩვენებური 2:3-ს აგებს. ლევანს 8-3 ბალანსი აქვს და ყველაც რომ წააგოს, მაინც
დადებითით დაასრულებს ბაშოს.

გაგამარუმ იკიოისთან წააგო. ეს იყო მართლაც ბრწყინვალე ორთაბრძოლა. ჩვენებური ინიციატივას ფლობდა, მაგრამ ბოლოს ხელიდან გაუშვა. გაგამარუს 3-8 ბალანსი აქვს და ახლა მასუნოიამას ხვდება.

ბაშოზე კვლავ ორი დიდი ჩემპიონია დაწინაურებული: ჰარუმაფუჯიმ 11-ივე ორთაბრძოლა მოიგო, ჰაკუჰომ - 10.

VideoSportall.Ge
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი დაამარცხა

VideoSportall.Ge
გაგამარუმ იკიოისთან წააგო


ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსის მიღწევამდე ერთი მოგებაღა აშორებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული