ლევან გორგაძემ დიდი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ტრადიციული ერთ-დღიანი ტურნირი გაიმართა სუმოში, სადაც ძალიან კარგად იასპარეზა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა.

ჩვენებური ტურნირის მეოთხედფინალში დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა, რომელმაც იანვრის ბაშოზე იმპერატორის თასი მოიგო. ჩვენებურს იოკოძუნა ბაშოზე არასოდეს დაუმარცხებია, თუმცა ამ ტურნირში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

სხვათა შორის, მე-2 წრეში ჰარუმაფუჯიმ თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ დაამარცხა.

ნახევარფინალში ტოჩინოშინი ტოიონოშიმასთან დამარცხდა, ტურნირი კი ოძეკი კაკურიუმ მოიგო და მასთან ერთად 2,5 მილიონი იენიც.

ტოჩინოშინმა მეორე წრეში ტაკაიასუს აჯობა, მესამეში - კოტოშოგიკუს. გაგამარუმაც ასპარეზობა მე-2 წრეში დაიწყო და
ჰარუმაფუჯისთან წააგო. ტოჩინოშინს სპეციალური პრიზი – "მებრძოლი სული" გადაეცა.

სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.

Sportall.Ge

გამარჯვებული კაკურიუ და ტოჩინოშინი პრიზების მოლოდინში

ასევე იხილეთ:
ტოკიოში ლევან ცაგურიას თმის შეჭრის ცერემონიალი გაიმართა [ფოტო]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული