ლევან გორგაძემ დიდი ჩემპიონი დაამარცხა და "მებრძოლი სულის" პრიზი მიიღო!

AutoSharing Option
ტოკიოს დარბაზ "კოკუგიკანში" ტრადიციული, ერთდღიანი ტურნირი გაიმართა სუმოში, სადაც ძალიან კარგად იასპარეზა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა.

ჩვენებური ტურნირის მეოთხედფინალში დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა, რომელმაც იანვრის ბაშოზე "იმპერატორის თასი" მოიგო.

ქართველს იოკოძუნა ბაშოზე არასოდეს დაუმარცხებია, თუმცა ამ ტურნირში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

სხვათა შორის, მე-2 წრეში ჰარუმაფუჯიმ თეიმურაზ ჯუღელი, იგივე გაგამარუ დაამარცხა.

ამის შემდეგ, ნახევარფინალში ტოჩინოშინი ტოიონოშიმასთან დამარცხდა, ტურნირი კი ოძეკი კაკურიუმ მოიგო და მასთან ერთად 2,5 მილიონი იენიც.

ლევანს სპეციალური პრიზი - "მებრძოლი სული" გადაეცა, რაც დიდი პატივია.

ტურნირის ადრეულ
ეტაპებზე ტოჩინოშინმა (მე-2 წრეში) ტაკაიასუს აჯობა, მესამეში - კოტოშოგიკუს.

გაგამარუმ ასპარეზობა მე-2 წრეში დაიწყო და, როგორც უკვე ვთქვით, ჰარუმაფუჯისთან წააგო.

სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული