ლევან გორგაძემ ბულგარელი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
გაზაფხულის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი). მან ჩემპიონის რანგის (ოძეკი) სუმოისტი, ბულგარელი კოტოოშუ დაამარცხა.

ჩვენებურმა ცაციით მოიგდო მეტოქის მავაში ხელთ და მალევე განახორციელა იორიკირის ილეთი. ტოჩინოშინს 1-3 ბალანსი აქვს და კომუსუბის რანგის სუმოისტს, ამინიშიკის ხვდება. "მატადორთან" დაპირისპირებებში ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს: 5:7.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ტანდაბალ ტოიონოშიმას კარიერაში მეექვსედ დაუპირისპირდა და ისევ წააგო (როგორც წინა ხუთი ორთაბრძოლა). ქართველი ჯიქურ წავიდა მეტოქეზე, რომელმაც სუკუინაგეს ილეთი განახორციელა.

იშვიათი მოვლენაა - ბაშოს მესამედიც არ გასულა და დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი ფალავანია: დიდი
ჩემპიონი ჰაკუჰო.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-მიოგირიუ (იორიკირი), ჩიოტაირიუ-ჰარუმაფუჯი (ჰიკიოტოში), კოტოშოგიკუ-ტაკაიასუ (შიტატენაგე), ტოჩიოძანი-კისენოსატო (ცუკიოტოში), ტოჩინოშინი-კოტოოშუ (იორიკირი), კაკურიუ-ბარუტო (იორიტაოში), გოეიდო-ამინიშიკი (იორიკირი), ტოკიტენკუ-იკიოი (ჰატაკიკომი), ტოიონოშიმა-გაგამარუ (სუკუინაგე).

სატურნირო მდგომარეობა
4-0
: ჰაკუჰო (იოკოძუნა)... 1-3: ტოჩინოშინი (მაეგაშირა 1), გაგამარუ (მ 6)

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-მიოგირიუ, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი, კისენოსატო-ჩიოტაირიუ, კოტოოშუ-ბარუტო, კაკურიუ-ტაკაიასუ, გოეიდო-კოტოშოგიკუ, ტოჩინოშინი-ამინიშიკი, ტოკიტენკუ-არანი, გაგამარუ-იოშიკაძე.

ასევე იხილეთ:
ლევან გორგაძის მეთხუთმეტე მარცხი დიდ ჩემპიონთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული